რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპას რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობს გამოყენების გარდა სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.
მან დასავლეთი ასევე “უკიდურესად მტკივნეული” ეკონომიკური შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუკი ის შეეცდება შეცვალოს ნავთობისა და გაზის მომმარაგებელი.
„ევროპისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების გონივრული ჩამნაცვლებელი უბრალოდ არ არსებობს. გლობალურ ბაზარზე არ არის როგორც სათადარიგო მოცულობები, ისე სხვა ქვეყნებიდან მიწოდების შესაძლებლობა. აშშ-დან, შესაძლოა, გაზისა და ნავთობის შეძენა მომხმარებელს ბევრჯერ ძვირი დაუჯდეს“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობდა „პრობლემები რუსული საექსპორტო ენერგომომარაგების გადახდასთან დაკავშირებით“, რადგან „არამეგობრული ქვეყნების“ ბანკები „აყოვნებდნენ თანხის გადაცემას“.
„როგორც არაერთხელ ვთქვით, ყველაზე აქტუალური პრობლემაა საექსპორტო ლოჯისტიკის შეფერხება“, – განაცხადა მან.