ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ უკრაინის საკითხი არ გადავწყვიტეთ 2014-2015 წლებში – ლუკაშენკო

June 3, 10:33
0
218

„ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ უკრაინის საკითხი არ გადავწყვიტეთ 2014-2015 წლებში, როცა უკრაინას არც ჯარი ჰყავდა და არც მზადყოფნა ჰქონდა“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უწყებებისა და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, უკრაინის საკითხი 2014-2015 წლებში უნდა მოგვარებულიყო.

„აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტ პუტინს, როდესაც ის ამბობს, რომ ჩვენ არ დაგვიწყია ომი  უკრაინაში. ეს 2014 წლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ერთი წლის წინ თუ არა, სრულმასშტაბიანი ომი ხვალ მაინც დაიწყებოდა, თუმცა რუსეთისა და ბელორუსისთვის უარეს პირობებში. ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ალბათ, ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ ეს საკითხი არ გადავწყვიტეთ 2014-2015 წლებში, როდესაც უკრაინას არც ჯარი ჰყავდა და არც მზადყოფნა ჰქონდა. ყველას სურდა როგორმე მშვიდობიანი გზით მოგვარება და მათ ამ დროის განმავლობაში შექმნეს საბრძოლო მზადყოფნით შეიარაღებული ძალები“, – აცხადებს ლუკაშენკო.

Cesko