24 Views
თურქეთის სოფელ კანტარში, პატარა გოგონა, სახლის უკანა ეზოში თამაშობდა, როცა მას ტუჩზე გველმა უკბინა. 2 წლის გოგონას რეაქცია გველისთვის მოულოდნელი და საბედისწერო აღმოჩნდა. მან გველი დაიჭირა, უკბინა და მოკლა.
გოგონას მაშინ მიუსწრეს, როცა მას, თითქმის 50 სმ-იანი გველი კბილებით ეჭირა.
ბავშვს პირველადი დახმარება იქვე აღმოუჩინეს, მერე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.