ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კლინიკაში… – ცნობილია ვინ იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ცოტახნის წინ დაიღუპნენ

August 16, 23:55
0
2794

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 წლის ლუკა ჯაბნიძე გარდაიცვალა. ავარია 26 ივლისს თოდოგაურში მოხდა. ლუკა კი ამ დრომდე საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა.

მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ცემენტმზიდს შეეჯახა.

ბათუმელი 21 წლის ნიკა გვიანიძე ადგილზე გარდაიცვალა, ლუკა ჯაბნიძე კი მძიმე მდგომარეობაში ჯერ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, ხოლო შემდეგ თურქეთში გადაიყვანეს.

ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილ ახალგაზრდებს მეგობრები ემშვიდობებიან.

Cesko