რუსეთის დუმა: აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა – არ დაემორჩილა „ანტირუსულ ისტერიას“

0
425
46 Views

რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ამჟამინდელ მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ აქებს და წერს, რომ „ანტირუსული სანქციების პოლიტიკა საქართველოში ძალიან ზუსტად იქნა აღწერილი, როგორც თავის მოტყუება და სიგიჟე“.

„აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ დაემორჩილა „ანტირუსულ ისტერიას“ და იხელმძღვანელა, პირველ რიგში, ეროვნულ ინტერესებზე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით.

ამ პრიორიტეტებით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათა შორის, რუს ტურისტებს კარგი შემოსავალი მოაქვთ ქვეყანაში“, – აღნიშნულია რუსეთის დუმას განცხადებაში.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის მაღალჩინოსნები საქართველოს მთავრობას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმისთვის აქებენ. მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით, მიუხედავად დასავლეთის მოწოდებისა, გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ.

სხვა ახალი ამბები:

„ეს არც სოციალური აქტივობაა და არც ვინმეს დასახმარებლად წამოწყებული კამპანია“ – რას ამბობს დომენიკ მანგო ვიდეოზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

სახელოვანი მეცნიერი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ჯამბულ ანჩაბაძე გარდაიცვალა

გაფრთხილებ, მამაჩემზე ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ თქვა თორემ ყელს გამოგჭამ, ეს ყ*ქალა… – ლენუკა ყიფშიძემ ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართა

ვინ არის საგარეჯოს რაიონში მოკლული 36 წლის კაცი და ვინ აღმოჩნდა თავდამსხმელი? – “და­შო­რე­ბის შემ­დეგ ქალ­მა ახა­ლი ოჯა­ხი შექ­მნა და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი…”

რამდენიმე საათის წინ კაცმა ყოფილი ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი იქვე მოკლა – სად მოხდა საზარელი შემთხვევა?

Cesko