„ეს არც სოციალური აქტივობაა და არც ვინმეს დასახმარებლად წამოწყებული კამპანია“ – რას ამბობს დომენიკ მანგო ვიდეოზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

0
658
37 Views

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს რომ მოქალაქემ ყვავილების გამყიდველ ბიჭუნას, 500 ლარი აჩუქა დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„არ იყო საჭირო… ჯერ ხო უნდა იკითხონ“- რა კომენტარს აკეთებს დედა, რომლის შვილიც წამლისთვის ფულს აგროვებდა და უცხო ადამიანმა 500 ლარი აჩუქა

აღნიშნულ თემას აქტივისტი დომენიკ მანგო გამოეხმაურა.

„ახლახანს ფეისბუქზე გამოჩნდა ვიდეო, სადაც მანქანას უჩერებენ ყვავილების გამყიდველ ბავშვს და ჩუქნიან ფულად თანხას. ეს არც სოციალური აქტივობაა და არც ვინმეს დასახმარებლად წამოწყებული კამპანია. ირღვევა ბავშვის უფლებები, რადგან არ არის დაბლარული სახე. ასევე არ არის საქმის კურსში ჩაყენებული მშობელი, რომ მისი შვილი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაქვეყნეს საჯაროდ. ყველა ტელევიზია და მედია პლატფორმა, რომელმაც სახის დაფარვის გარეშე დადო ეს ვიდეო, არღვევს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტს.
ეს რომ იყოს სოცუალური კამპანია ვინმეს გადასარჩენად ან დასახმარებლად, სადაც ხალხის ჩართულობაა საჭირო თანხის შესაგროვებლად, ასეთ შემთხვევაშიც მშობლისგან უნდა იყოს აღებული უფლება არასრულწლოვანის გამოსაჩენად. ვიდეოში ჩანს, რომ მანქანაში მყოფ პირებს კუთვნილი თანხა აქვთ და აძლევენ ბავშვს, თუმცა მაინც აღწერენ ვიდეოზე თავიანთ “სიკეთეს”. ისე კი, სწორედ ეს სიკეთეა, რომელიც მარჯვენამ არ უნდა იცოდეს მარცხენის და პირიქით“, – წერს ის.

რას ფიქრობს ბავშვის დედა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით:

„არ იყო საჭირო… ჯერ ხო უნდა იკითხონ“- რა კომენტარს აკეთებს დედა, რომლის შვილიც წამლისთვის ფულს აგროვებდა და უცხო ადამიანმა 500 ლარი აჩუქა

„მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს…“- რას ამბობს ქალი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა?

სხვა ახალი ამბები:

სახელოვანი მეცნიერი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ჯამბულ ანჩაბაძე გარდაიცვალა

გაფრთხილებ, მამაჩემზე ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ თქვა თორემ ყელს გამოგჭამ, ეს ყ*ქალა… – ლენუკა ყიფშიძემ ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართა

ვინ არის საგარეჯოს რაიონში მოკლული 36 წლის კაცი და ვინ აღმოჩნდა თავდამსხმელი? – “და­შო­რე­ბის შემ­დეგ ქალ­მა ახა­ლი ოჯა­ხი შექ­მნა და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი…”

რამდენიმე საათის წინ კაცმა ყოფილი ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი იქვე მოკლა – სად მოხდა საზარელი შემთხვევა?

Cesko