46 Views
მიწისძვრას, რომელიც საქართველოში თბილისის დროით 22:25 წუთზე მოხდა და სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა, ღამის განმავლობაში რამდენიმე ბიძგი მოჰყვა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მათგან ყველაზე ძლიერი, 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მალევე მოხდა და ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან მდებარეობდა. შემდეგი ბიძგები კი 3.5, 4.1, 3.1, 3.1 და 3.5 სიმძლავრის იყო.
გუშინდელი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დმანისში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, ბათუმში კი კორპუსი დაიბზარა.