სახელოვანი მეცნიერი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ჯამბულ ანჩაბაძე გარდაიცვალა

0
316
37 Views

ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი მეცნიერი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას, აფხაზეთის საზოგადოებრიობას გამოაკლდა კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი, ცნობილი მეცნიერი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ჯამბულ ანჩაბაძე.
ბატონი ჯამბული ქართულ-აფხაზური არისტოკრატიის სახელოვანი საგვარეულოს – ანჩაბაძეთა დინასტიის ღირსეული წარმომადგენელი გახლდათ. არასდროს დაკარგულა მასში არისტოკრატიზმი და რაინდულობა და ამით ღირსეულ მაგალითს აძლევდა ახალგაზრდა თაობას, რომლის არაერთი წარმოდგენლის აღმზრდელის სახელი დაიმკვიდრა თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე. ბატონი ჯამბული ახალგაზრდებს უნერგავდა სიყვარულს სამშობლოს – საქართველოსადმი. ის შეურიგებლად ებრძოდა სეპარატიზმს, როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე – თავისი მოქალაქეობრივი პოზიციებით.
ქართულ-აფხაზური ურთიერთობები მისი მთავარი ტკივილი იყო. ნაცნობ-მეგობრების, სტუდენტების, ახლობლების ერთი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მეორე კი – ენგურსგამოღმა საქართველოში გამოიხიზნა. იყენებდა რა თავის პიროვნულ ავტორიტეტს, როგორც ქართულ, ისე აფხაზურ საზოგადოებაში, ბატონი ჯამბული აქტიურად მონაწილეობდა სამშვიდობო პროცესში. ის ცდილობდა ხიდი ყოფილიყო ქართველებსა და აფხაზებს შორის და ყველა ღონეს ხმარობდა დაპირისპირების აღმოსაფხვრელად. სწორედ ამიტომაც, არავის გაკვირვებია, რომ პროფესორმა ჯამბულ ანჩაბაძემ იმთავითვე დადებითად შეაფასა საერთაშორისო ურთიერთობებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ნოვატორული იდეა, რომელსაც „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ეწოდება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთში მეცნიერმა ვრცელი რეცენზიაც კი გამოაქვეყნა და უნივერსიტეტის თავკაცს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ჯამბულ ანჩაბაძემ მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა დაუტოვა სამშობლოს. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, ის მაინც აგრძელებდა კვლევა-ძიებას და არაერთი ახალი საარქივო საბუთი შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში. ამ წლის მიწურულს უნდა გამოქვეყნებულიყო მისი ახალი მონოგრაფია, რომლის გამოცემასაც მოუთმენლად ელოდა. სამწუხაროდ, სტამბიდან წიგნის გამოსვლას ავტორს უკვე ვეღარ მივულოცავთ.
ჯამბულ ანჩაბაძე იყო დიდი და მართალი ადამიანი, რომელიც მზად იყო ყველას დამხარებისა და მხარდაჭერისათვის. ის სიმართლისთვის ბრძოლაში უკან არასდროს იხევდა. თავად ანჩაბაძეთა მუდამ პოზიტიური, კეთილი და გულისხმიერი მემკვიდრე, გულით დიდ ტკივილს ატარებდა – ის შვილმკვდარი მამა გახლდათ. მიმდინარე წელს კი ბატონმა ჯამბულმა დაკრძალა მეუღლე, რომელთანაც 60 წელიწადი იცხოვრა და სამშობლოს შვილების, შვილიშვილების და შვილთაშვილების დიდი ოჯახი დაუტოვა.
ვწუხვართ ჩვენი კოლეგის, მასწავლებლის, მეგობრის გარდაცვალებას. გულითადად თანავუგრძნობთ მის დიდ ოჯახსა და აფხაზეთის საზოგადოებრიობას.
მარადიულად იქნება ხსოვნა პროფესორ ჯამბულ ანჩაბაძის ნათელი სახელისა!”

სხვა ახალი ამბები:

გაფრთხილებ, მამაჩემზე ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ თქვა თორემ ყელს გამოგჭამ, ეს ყ*ქალა… – ლენუკა ყიფშიძემ ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართა

ვინ არის საგარეჯოს რაიონში მოკლული 36 წლის კაცი და ვინ აღმოჩნდა თავდამსხმელი? – “და­შო­რე­ბის შემ­დეგ ქალ­მა ახა­ლი ოჯა­ხი შექ­მნა და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი…”

რამდენიმე საათის წინ კაცმა ყოფილი ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი იქვე მოკლა – სად მოხდა საზარელი შემთხვევა?

Cesko