თბილისში, შენობიდან, სადაც გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებულებები გამოიტანეს

May 5, 09:18
0
218

აღმაშენებლის 75 ნომრიდან, სადაც გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებულებები გამოიტანეს. სავარაუდოდ ამოღებული კომპიუტერული ტექნიკა. შენობიდან სადაც, პოლიციელები უკვე რამდენიმე საათია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, 20-მდე დალუქული პარკი შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიტანეს. სამართალდამცველების თქმით, მისამართზე ანონიმური ზარის საფუძველზე მივიდნენ.

სააგენტო „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ქოლ-ცენტრი გიორგი ვაშაძესა და უკრაინელ პოლიტიკოს დავით არახამიას ეკუთვნით. ინფორმაციის გადასამოწმებლად „ქრონიკამ“ გიორგი ვაშაძესთან ტელეფონით სცადა დაკავშირება, თუმცა მან არც ზარს და არც ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

Cesko