კატერის მძღოლმა მოზარდები განზრახ გადაყარა – რას აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბიძა?

0
1197
22 Views

16 წლის ლუკა აბულაძის ბიძის ინფორმაციით, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა არასრულწლოვანი მოზარდების ზღვაში გაყვანისა და მიტოვებისთვის.

აქედან ერთ-ერთია 16 წლის ლუკა აბულაძე, რომელსაც 4 ივლისის შემდეგ ეძებენ.

“როგორც ვიცი, კატერის მძღოლი და ორი თანმხლები პირია დაკავებული. ლუკას მამა გუშინ ოთხ საათზე დაიბარეს პოლიციის სამმართველოში და იქ უთხრეს, რომ ეს პირები დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 109-ე მუხლით, ორ პირს კი ბრალი ედება დანაშაულის შეუტყობინებლობაში“, – ამბობს თენგიზ აბულაძე, ლუკას ბიძა “ბათუმელებთან”.

ოჯახის ინფორმაციით, ოთხი არასრულწლოვანი 4 ივლისს გაიყვანეს კატერით ზღვაში. ითქვა, რომ მოზარდებს არ ეცვათ დამცავი ჟილეტები. ლუკამ კი, როგორც ბიძა ამბობს, ცურვა არ იცოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შავ ზღვაში, 16 წლის მოზარდის ცხედარის პოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მომხდარის დეტალებია აღწერილი

Cesko