26 Views
შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო 24 საათში იდენტიფიცირებულია სამი ცხედარი. ნიკა ჩალაძე, თემურ ჩარკვიანი და დიტო ფირცხალავა, სოფელ ლაგვანთის მკვიდრები შოვში სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად იყვნენ ჩასულები, როცა მეწყერში მოყვნენ.
“დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 უკვე იდენტიფიცირებულია. რა თქმა უნდა, ძბენის სამუშაოები გრძელდება, საქართველოს პრემიერმინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის”, – თქვა რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძე.
ვინ აღმოჩნდნენ სტიქიის დროს შოვში დაღუპული და დღეს იდენტიფიცირებული ახალგაზრდები?