“სანამ ცოლს მოკლავდა ცოტახნით ადრე უთხრა, რომ…” – გაირკვა რატომ მოკლა კაცმა, ცოლი საკუთარი შვილის თვალწინ

0
1770
23 Views

მარ­ნე­ულ­ში, სო­ფელ სა­დახ­ლო­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 55 წლის მა­მა­კაც­მა ცოლს და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მალე მი­ვი­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი, მაგ­რამ ქალს სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვე ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. “

“ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია. მა­მა­კაცს ჰქო­ნია ბოლო დროს ფსი­ქი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ად­რეც მკურ­ნა­ლობ­და. რამ­დენ­ჯერ­მე უთ­ქვამს ცო­ლის­თვის ჩვენ ერთ დღეს ერ­თად მოვ­კვდე­ბი­თო, მაგ­რამ აბა რას წარ­მო­იდ­გენ­და ქალი, რომ მას ქმა­რი მოკ­ლავ­და. მა­მა­კაცს თირკმელ­ზე აქვს პრობ­ლე­მა, კლი­ნი­კა­ში იწვა, მკურ­ნა­ლობ­და. გა­და­წყდა თურ­მე, რომ ამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მის­თვის ოპე­რა­ცია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. სა­ო­პე­რა­ცი­ოდ ემ­ზა­დე­ბო­და, ამი­ტომ ექი­მებ­მა ცოტა ხნით სახ­ლში გა­მო­უშ­ვეს. და­ნიშ­ნუ­ლი იყო ოპე­რა­ცი­ის დღე და უკან, კლი­ნი­კა­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა მან ეს შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. და­ნით მოკ­ლა ცოლი. შემ­თხვე­ვას მათი 28 წლის შვი­ლი შე­ეს­წრო, ეტყო­ბა მან გვი­ან ნახა რომ და­ნით უკ­ლავ­და მამა დე­დას. ბიჭი შე­ე­ცა­და დედა გა­და­ერ­ჩი­ნა, მის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, მა­მას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ვე­ღარ უშ­ვე­ლა. რო­გორც მი­თხრეს, შვილ­საც აქვს ცოტა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ღრმა ჭრი­ლო­ბა იყო. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. მათი ნა­თე­სა­ვი ამ­ბობს, დამ­ნა­შა­ვე მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნე­სო, თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უკვე და­ა­დას­ტუ­რა მისი და­კა­ვე­ბა”, – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა.
წყარო: dainteresdi. club

Cesko