„მცემა, ცხვირი ისევ გამიტეხა, გაგუდვით მემუქრებოდა” – ვინ არის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც მეგობარი გოგონა უმძიმეს მოპყრობაში ადანაშაულებს?

0
602
35 Views

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, გოჩა გოგრიჭიანის შვილი, “ბალტიკას” 22 წლის ფორვარდი გოჩა გოგრიჭიანი-უმცროსი სკანდალში გაეხვია. გოგრიჭიანის ყოფილი მეგობარი გოგონა კრისტინა კუდუსი ირწმუნება, რომ გოჩამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:

“მას ადამიანს ვერ ვუწოდებ, არაერთხელ მცემა, მაგრამ ახლა ყველა საზღვრებს გადასცდა. მეტად აღარ გავჩუმდები და აღარ მოვითმენ. ცხვირი გამიტეხა. განზრახ. ოპერაციის შემდეგ დავბრუნდი, თაბაშირი მქონდა და ისევ მომაყენა ტრავმა. ზემოდან ხელით მთელი ძალით მაწვებოდა, ასევე მთელი ძალით ფეხებით მთელ სხეულზე მირტყამდა. ბარძაყზე უზარმაზარი ჰემატომა მაქვს, გაგუდვით მემუქრებოდა.

პოლიცია გამოვიძახე, რის შემდეგაც ტელეფონით გადაღებას ვცდილობდი, რომ მომხდარი ინციდენტის შესახებ მეგობრებისთვის შემეტყობინებინა. იმისათვის, რათა არ მომესწრო ამის თაობაზე ვინმესთვის, მათ შორის, სოციალური ქსელით შეტყობინება გამეგზავნა, მობილური გამიტეხა. მე გთხოვთ, დამეხმარეთ სამართლიანობის მიღწევაში. ეს 02.10.2022-ს მოხდა. ფოტოს ვაქვეყნებ”.

“ბალტიკამ” შიდა გამოძიება დაიწყო და ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა, გოგრიჭიანს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალა. კუდუსმა ფეხბურთელს აგრეთვე სასამართლოში უჩივლა და მოკვლევა დაიწყება.

გოჩა გოგრიჭიანი-უფროსი კი აცხადებს, რომ კუდუსს ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივლებს. მისი თქმით, თავის შვილსა და კრისტინას ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, თუმცა ჩხუბამდე საქმე არასოდეს არ მისულა, მხოლოდ ტელეფონები დაზიანდა – ჯერ ქალმა გაუტეხა მობილური, მერე კი გოჩამ.

Cesko