ის დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს და უკრაინისთვის მისი გადაცემა არის გამორიცხული და ვერანაირი ფორმალური აქეთკენ სამართალდამცავ სისტემას ბუნებრივია ვერ უბიძგებს.
ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა გაგზავნილი მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას მისი გადმოცემის თაობაზე და წლების მანძილზე ეს მოთხოვნა იყო უგულებელყოფილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ახლა რაღაც ფორმალური საბაბით ამ მოთხოვნის გამოგზავნა არის ერთგვარი პოლიტიკური თამაში და ბუნებრივია ამ თამაშს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ვერ ექნება.
ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მათთვის საქართველოდან სააკაშვილის გადაცემას ითხოვენ, რათა დაკითხონ დაზარალებულის სახით, 2017 წლის მობლენებთან დაკავშირებით.