” გული აუმუშავეს ექიმებმა ” -სასწრაფო დახმარების კიდევ ერთი გმირობა

September 10, 18:01
0
653
3 Views
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
“თბილისის მე-13 რაიონული სამსახურის 1711 ბრიგადა მორიგეობას ასრულებდა, როდესაც გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადას 50 წლამდე ქალბატონი საწოლში უგონო მდგომარეობაში დახვდათ.
პაციენტს არ ჰქონდა პულსი და არ აღენიშნებოდა გულისცემა. ბრიგადის წევრებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.
მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი და ადრენალინი, სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით მეორე ელექტროშოკის დროს მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი.
ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.
აღსანიშნავია ის ამბავიც, რომ ამჟამად პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და თავს კარგად გრძნობს.
გვეამაყება: ექიმი – სოფიკო გერგედავა, ექთანი – ლუკა აბაშიძე, მძღოლი – დავით ქამუშაძე” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.
Cesko