დედა, რომელიც ლოგინზე მიჯაჭვულ შვილს უვლიდა, გარდაცვლილი ნახეს – „წავიდა და თან წაიღო შვილის დარდი…“

0
4418
34 Views

“ფეისბუქ-გვერდი” „სიკეთის ქალაქი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„ალბათ ყველას გახსოვთ ციალა დეიდა… დედა, რომელიც ლოგინზე მიჯაჭვულ შვილს უვლიდა.

დღეს გარდაცვლილი ნახეს ეს საცოდავი ქალი სახლში.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი.

წავიდა ციალა დეიდა და თან წაიღო შვილის დარდი, რომელიც ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იმყოფებოდა აგერ უკვე მე-7 თვეა.

მადლობა ხალხს, რომელმაც ამ ქალს ცოტა მაინც შეუმსუბუქა მძიმე ყოფა…

მსუბუქი ყოფილიყოს ქართული მიწა შენთვის ციალა დეიდა… შვილის დარდს გადაყოლილო დედავ”, – წერია  „სიკეთის ქალაქის” გვერდზე.

Cesko