მუხროვანში, ხეზე მიბმული კაცის ცხედარი იპოვეს

0
613
29 Views

მუხროვანში, ადგილობრივებმა ტყესთან ახლოს ხეზე მიბმული კაცის ცხედარი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აქვს.

როგორც სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ,  მამაკაცი ადგილობრივი მკვიდრი არაა, რადგან ვერ ამოიცნეს. მათი თქმით, კაცს ვენები ჰქონდა გადაჭრილი, თუმცა სისხლის კვალი ადგილზე არ იყო, ის ხეზე ქუდით იყო მიბმული.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Cesko