„ხელში რომ ჩამივარდეს, ცოცხალს არ დავტოვებ… ნათესავები არიან და ეტყობა, ბავშვიც ენდო“ – თანასოფლელები 12 წლის ბიჭის შესაძლო გაუპატიურების გამო გაგიჟებულნი არიან

0
594
112 Views

სკოლის მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, წლის მწყემსია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, დანაშაული შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, 12 წლის ბიჭზე მწყემსმა სოფლის განაპირას მიტოვებულ შენობაში იძალადა, სადაც მეხუთე კლასის მოსწავლე მოტყუებით შეიყვანა.

„უცოლოა, ცოტა ვერ არის. ნათესავები არიან და ეტყობა, ბავშვიც იმიტომ ენდო“.

„დაკავებულია, გუშინ წაიყვანეს. დამალული იყო ვიღაცის სახლში. ჯერ უნდა გაატყავო და მერე უნდა დაწვა. ხელში რომ ჩამივარდეს, ცოცხალს არ დავტოვებ“.

„60 წლამდე იქნება ეს კაცი“, – აცხადებენ თანასოფლელები.

ცნობისთვის, სავარაუდო მოძალადე გუშინ დააკავეს, სადაც ბრალის წარდგენას ელოდება.მოზარდი კი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

Cesko