33 Views
საფრანგეთში, საპენსიო რეფორმის გამო, მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. გვიან ღამით საფრანგეთის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. აქედან 119 000 პარიზში.
აქცია ისევ არეულობაში გადაიზარდა. პარიზში გამოსულებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და თავდასხმა მოაწყვეს „მაკდონალდსის“ რესტორანზე. პოლიციამ დედაქალაქში დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 ადამიანი დააკავა.
საფრანგეთში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია კანონმდებლობამ, რომელიც საპენსიო ასაკის ორი წლით, 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.