ანალენა ბერბოკის თვითმფრინავი თბილისში მეორე მცდელობით დაჯდა

0
227
18 Views

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თვითმფრინავმა A340-300-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენა მხოლოდ მეორე მცდელობით შეძლო. ამის შესახებ გამოცემა Spiegel იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით სამთავრობო თვითმფრინავს მეორე წრეზე წასვლა მოუწია, რადგანაც ასაფრენ ბილიკზე იმ მომენტში სხვა თვითმფრინავი იყო.

„თვითმფრინავს შასი უკვე გაშვებული ჰქონდა და უნდა დაფრენილიყო, ამ დროს თვითმფრინავმა სიჩქარე აკრიფა და ისევ აფრინდა“, – წერია სტატიაში,

საბოლოოდ თვითმფრინავი თბილისში 20-წუთიანი დაგვიანებით 23.20 სთ-ზე დაფრინდა.

„ასაფრენ ბილიკზე სხვა თვითმფრინავი იყო, რომელმაც მანევრი საკმაოდ სწრაფად ვერ შეასრულა“, – განაცხადა ბერბოკის პილოტმა.

ანალენა ბერბოკი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. ის მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს.

Cesko