„აშშ უკრაინას მხარს პუტინის სტრატეგიულ დამარცხებამდე დაუჭერს“ – ბლინკენი

0
217
22 Views

„შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ომი სტრატეგიული მარცხით დასრულდეს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს არ სურს, ომი ისე დასრულდეს, რომ რუსეთს ხელახლა შეიარაღებისა და შეტევის განხორციელების შანსი ჰქონდეს.

„აშშ-ის ბიუჯეტი გააგრძელებს უკრაინის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოს, რომ პრეზიდენტი პუტინის ომი სტრატეგიული მარცხით დასრულდეს. აშშ-ის 2024 წლის ბიუჯეტი სწორედ უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის გასაგრძელებლადაა შექმნილი. ომი უკრაინაში დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს, მაგრამ არ ვთვლი, რომ მოლაპარაკება უახლოეს მომავალშია შესაძლებელი, რადგან მიაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ეს არ სურს“, – განაცხადა ბლინკენმა.

Cesko