33 Views
ჩინეთის პროვინცია გუანგდონგში ტაიფუნ „ტალიმის“ გამო დაახლოებით 230 000 ადამიანი ევაკუირებულია, – ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ცნობით, ქარიშხალმა სანაპიროს დაარტყა, ხოლო ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ასობით ავიარეისი და სარკინიგზო მიმოსვლა გაუქმდა.
ვიეტნამმა განაცხადა, რომ დაახლოებით 30 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა იმ რაიონებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, რადგან ქარიშხალმა ჩინეთის სამხრეთ სანაპირო გადალახა.