ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ფორმულას ეთერში ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება და მოქალაქეები სხვადასხვა აზრზე არიან და რომ ხელისუფლება მოსახლეობას რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩება.
მისივე შეფასებით, სასაცილოა ქართული ოცნების დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილთან.
“საქართველოს მთავრობა არ არის იმ აზრზე, რა აზრზეც საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისგან ვიხილეთ უდიდესი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. საქართველოს მთავრობა არ იჩენს საკმარის მხარდაჭერას უკრაინის და უკრაინის მოქალაქეების მიმართ. საქართველოს მოქალაქეები კრიზისს პუტინს და რუსეთს აბრალებს, მთავრობა რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩება მათ.
ბრძოლა, რაც გამართულია ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს შორის, სასაცილოა. მას არ აქვს ძალაუფლება, მაგრამ ცდილობს, ნათელი მოჰფინოს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. იმის ნაცვლად, რომ ქართულმა ოცნებამ მას მხარი დაუჭიროს, შიდაპოლიტიკურ ომში შედიან, რაც ნამდვილად არ წაადგება საქართველოს”. – თქვა დევიდ კრამერმა.
ცნობისთვის, მთავრობა პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.