„რას გადაეკიდეთ ჩემს ოჯახს?! ეგრევე გიპოვი და ყოველ სიტყვას დაგამჩნევ სახეზე და ყბებზე“ – ვის მიმართავს წყობიდან გამოსული გიორგი ყიფშიძე?

0
6331
41 Views

ზურა ყიფშიძის ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძე რამდენიმე დღის წინ თავისი ძაღლის შესახებ წერდა, რომელიც ავად იყო. მოგვიანებით კი მან სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ოთხფეხა მეგობარი მოუკვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთმა გვერდმა ლენუკას და მისი ვაჟის ფოტო დაადო, სათაურით „წავიდა ჩემი ბიჭი. ისე წვალობდა და ცუდად იყო“ – რასაც მსახიობ გიორგი ყიფშიძის გაღიზიანება მოჰყვა, რადგან სათაური და ფოტო ერთმანეთთან კავშირში არაა და კონტექსტიდან ამოგლეჯილია:

„ეს რა ზრდილობაა, ან რას გადაეკიდეთ ჩემ ოჯახს?! თქვენ დისშვილებზე რომ დაიწეროს გარდაიცვალაო და არც გადამოწმება, არც რისხვის შიში კაცოო? ხოდა, რომ გიჩივლებთ და დედებს გიტირებთ, მერე ნახეთ, რა სასაცილოა, როცა ასე ხუმრობენ შენი ოჯახის წევრებზე, რომ ავარიაში თურმე მოკვდა ჩემი დისშვილი…

აი, ვინც ეს დაწერა, კომედი გრუპიო თუ რაც არის, გაფრთხილებ..! როცა გავიგებ სახელს და გვარს, ეგრევე გიპოვი და ყოველ ხუმრობას თუ დაუფიქრებელად დაწერილ სიტყვას დაგამჩნევ სახეზე და ყბებზე. თუ ქალბატონი ბრძანდებით, მაშინ ასე ყბებში…

ახლა არ დაიგრა ნიკუშას უფლებები? ხოდა ინტერნეტ სივრცის კონტროლია საჭირო, ვამბობ დიდი ხანია. სანამ რამე უბედურებას არ გადაეყარა ვინმე… მადლობა, რომ გამიძელით და ამდენის წაკითხვა არ დაიზარეთ და გამიგეთ ეს აღშფოთება“, – წერს გიორგი ყიფშიძე.

Cesko