მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მან არ იცის, რა აჭიანურებს მისი შვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას.
„მე ვიცი, რომ ყველანაირად მზად არის ეს დოკუმენტაცია. ძალიან მეჩქარება. არ ვიცი, რა აჭიანურებს, შეიძლება პოლონელი ექიმების ჩამოსვლაც და მათი დასკვნაც უნდათ მეტი დამაჯერებლობისთვის“, – აცხადებს გიული ალასანია.
სააკაშვილის ადვოკატები სასჯელის გადავადების საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას აღარ ჩქარობენ. ეს იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ამ თემაზე საუბარი სააკაშვილის დედას არ სურს და ჟურნალისტებს ადვოკატებთან ამისამართებს. სააკაშვილის უფლებადამცველები კი ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებენ. ეს მოცემულობა პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით ოჯახი და სააკაშვილის პარტია შეგნებულად სპეკულირებენ