„ნაცების“ ზონდერს, გიორგი მუმლაძეს იმდენი ტვინიც არ ყოფნის, რომ უნივერსიტეტიდან არ გამოფინოს ფოტოები და ღიად არ დაადასტუროს, რომ სწორედ ეს არარაობა მართავს ამ პროცესებს, – ასე ეხმიანება ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობას.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სტუდენტების პროტესტად გასაღებული პროცესების უკან, სწორედ რადიკალური ოპოზიციური პარტია დგას.
„ნაცების ზონდერს, გიორგი მუმლაძეს იმდენი ტვინიც არ ყოფნის, რომ უნივერსიტეტიდან არ გამოფინოს ფოტოები და ღიად არ დაადასტუროს, რომ სწორედ ეს არარაობა მართავს ამ პროცესებს.
ახლა ეცდებიან გაასაღონ, სტუდენტების პროტესტი იყოო. სირცხვილია მუმლაძის და მთელი „ნაცმოძრაობის“ ეს ფაშისტური კამპანია, მაგრამ აუცილებლად მკაცრ პასუხს მიიღებთ,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.