თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

0
297
22 Views

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 5:14 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 2 კილომეტრის სიღრმეზე, ქალაქ გიოქსუნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 4 კილომეტრში მდებარეობდა.

შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

6 მარტს თურქეთის სამხრეთში 7,7 და 7,6 სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა. მიწისძვრების ეპიცენტრი სწორედ ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებაროებდა. მიწისძვრების შედეგად თურქეთსა და სირიაში 50 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 100 000-ზე მეტი კი დაშავდა.

Cesko