ისრაელში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

March 24, 10:55
0
146

ისრაელში საპროტესტო აქცია არეულობასა და სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოსულებმა ქუჩები გადაკეტეს. ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა მიმართა და განაცხადა, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმას აუცილებლად გაატარებს.

„კანონი, რომელსაც მომავალ კვირას ქნესეთში მიიღებენ, არის კანონი, რომელიც არ აკონტროლებს სასამართლოებს – ის იძლევა ბალანსისა და დივერსიფიცირების საშუალებას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

რეფორმის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, ხოლო თავად სასამართლო დაკარგავს ხელისუფლების გადაწყვეტილების გაუქმების ბერკეტს.

Cesko