ვანგას წინასწარმეტყველება დაბადების თარიღის მიხედვით – რა გელოდებათ წინ

0
1241
20 Views

მაშ ასე! ბე­დის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა და­ბა­დე­ბის თა­რი­ღის მი­ხედ­ვით:

1. ბე­დის ამო­საც­ნო­ბად მო­გი­წევთ არით­მე­ტი­კუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა

მა­გა­ლი­თად თუ 04.11.1979 წელს და­ი­ბა­დეთ, რი­ცხვე­ბის და­სად­გე­ნად სა­ჭი­როა შემ­დე­გი გა­ან­გა­რი­შე­ბა: 0+4=4. და­ბა­დე­ბის წლის ბოლო ორი ციფ­რის ჯამი კი: 7+9=16 – თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ციფრს მი­უ­თი­თებს. ანუ ყო­ველ 16 წელ­ში თქვე­ნი ბედი გა­ნახ­ლდე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა;

2. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იცო­დეთ, რომ და­ბა­დე­ბის წლის ბო­ლოს წინა ციფ­რი (ამ შემ­თხვე­ვა­ში -7) მა­მის გავ­ლე­ნაა ხოლო ბოლო (ამ შემ­თხვე­ვა­ში 9) დე­დის. რაც მა­ღა­ლია ციფ­რი, მე­ტია გავ­ლე­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბაც. ერ­თნა­ი­რი რი­ცხვე­ბი კი მშობ­ლე­ბის ჰარ­მო­ნი­ულ გავ­ლე­ნას ნიშ­ნავს.

3. და­ბა­დე­ბის წელი გა­ამ­რავ­ლეთ რი­ცხვსა და თვე­ზე

მაგ: რი­ცხვია – 4, თვე -11, გა­მო­ვი­და 411, ამი­ტომ 411ხ1979=813369. რი­ცხვე­ბის შე­ერ­თე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ, მი­ი­ღებთ პი­რა­დი პო­ტენ­ცი­ა­ლის დო­ნეს (30). რაც უფრო მა­ღა­ლია მნიშ­ვნე­ლო­ბა, მე­ტია პო­ტენ­ცი­ა­ლი.

4. ახლა შე­ად­გი­ნეთ ცხოვ­რე­ბის გრა­ფი­კი რი­ცხვე­ბის მი­ხედ­ვით

და­ბა­დე­ბის წელი გა­ამ­რავ­ლეთ დღე­სა და თვე­ზე. რი­ცხვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ნა­ლა­გეთ აბსცი­სა­ზე, ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი ორ­დი­ნა­ტა­ზე. იგ­რეკ ღერძზე გან­ლაგ­დე­ბა – 1,2,3,4,5,6,7,8,9. იქსზე კი – 8,1,3,3,6,9. შემ­დეგ სი­ტყვებ­ზე გა­ნა­ლა­გეთ შემ­დე­გი წერ­ტი­ლე­ბი: ჯერ 2, შემ­დეგ Y=1 და X=8; ალ­ბათ შე­ნიშ­ნეთ, რომ მე­ო­რე წერ­ტი­ლი ემ­თხვე­ვა თქვენს 16 წლი­ან ციკლს. ციკ­ლის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში (32 წელი) – უნდა გა­და­დოთ გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი ყ=2 და ხ=1. ამ­გვა­რად უნდა გა­და­დოთ ყვე­ლა ცხრა რი­ცხვი.

5. აგე­ბულ გრა­ფიკ­ზე და­ი­ნა­ხავთ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა თქვე­ნი ბედი

გა­ი­გებთ რო­დის მო­გე­ლით ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი აღ­მაფ­რე­ნა თუ და­ცე­მა, და ეს და­ემ­თხვე­ვა თქვენს ასაკს. გრა­ფიკ­ზე რაც უფრო დაბ­ლა ჩა­მო­დის წერ­ტი­ლი – ცხოვ­რე­ბის ამ პე­რი­ოდ­ში მით უფრო რთუ­ლი პე­რი­ო­დი გე­ლით. მა­გა­ლი­თად თუ წერ­ტი­ლი 0-ზე აღ­მოჩ­ნდა, დიდი სა­შიშ­რო­ე­ბა გე­მუქ­რე­ბათ. გრა­ფი­კის უმაღ­ლეს წერ­ტი­ლებ­ში კი, ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი გაქვთ სო­ცი­ა­ლუ­რი, კა­რი­ე­რუ­ლი და სხვა დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი.

თუ და­ბა­დე­ბის დღის ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი კოდი არის – 1, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მოქ­მე­დე­ბენ აქ­ტი­უ­რად, არი­ან ენერ­გი­უ­ლე­ბი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბო. ისი­ნი ბავ­შვო­ბი­დან არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან მშობ­ლებ­სა და სხვა აღ­მზრდე­ლებს. მათ­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ამ დროს მოს­დით კარ­გი იდე­ე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რაც არ უნდა დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ ცხოვ­რე­ბა­ში, არ უნდა გახ­დნენ ამა­ყე­ბი და ტრა­ბა­ხის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი.

თუ კოდი არის – 2 ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნია და ეს ძი­რი­თა­დად გა­მოწ­ვე­უ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი რწმე­ნის არ ქო­ნის გამო. გა­მუდ­მე­ბით ეპა­რე­ბათ ეჭვი და ზედ­მე­ტად გა­ნიც­დი­ან, როცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უწევთ. სა­სურ­ვე­ლია თავი აა­რი­დონ კონ­ფლიქ­ტებს და ყური უგ­დონ ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის რჩე­ვებს.

მათ დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ და ბევ­რის გა­კე­თე­ბა შეძ­ლი­ათ, როცა მარ­ტო არ არი­ან. ასეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უფრო მე­ტად უნდა და­ა­ფა­სონ სა­კუ­თა­რი თავი, შე­ი­მა­ტონ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და მო­რი­დე­ბის გა­რე­შე ითხო­ვონ მხარ­და­ჭე­რა, როცა სჭირ­დე­ბათ.

როცა კოდი 3-ია, მათ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თდრო­უ­ლად სურთ და პეპ­ლის მსგავ­სად ერთი ყვა­ვი­ლი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ; უმ­ჯო­ბე­სია სურ­ვი­ლე­ბი რე­ა­ლო­ბას შე­უ­სა­ბა­მონ და შე­ად­გი­ნონ სია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც და­ი­წყე­ბენ სურ­ვი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. მა­შინ მათი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა.

4-ია­ნის ადა­მი­ა­ნე­ბი – უყ­ვართ სტა­ბი­ლუ­რო­ბა. არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი, სა­ი­მე­დო და სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. სწო­რად უდ­გე­ბი­ან ნე­ბის­მი­ერ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა

უფრო აზარ­ტულს ხდის და ბო­ლომ­დე იბ­რძვი­ან, ვიდ­რე სა­სურ­ველ შე­დეგს არ მი­აღ­წე­ვენ. აქვთ ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის უნა­რი.

როცა კოდი 5-ია, აფა­სებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას და უყ­ვარს ცვლი­ლე­ბე­ბი. უყ­ვართ რის­კი და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში იმარ­ჯვე­ბენ. ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან უმარ­თლებთ. გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტით, აქვთ რამ­დე­ნი­მე საქ­მის ერ­თად კე­თე­ბის უნა­რი. უყ­ვართ მოგ­ზა­უ­რო­ბა და ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა.

6 – თუ ამ ადა­მი­ან­მა სი­ტყვა მოგ­ცათ, შე­უძ­ლე­ბელს შეძ­ლებს მის შე­სას­რუ­ლებ­ლად. არი­ან ღირ­სე­უ­ლე­ბი. მათ­თვის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სფე­როა – მე­დი­ცი­ნა, პო­ლი­ტი­კა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. ახა­სი­ა­თებთ ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა.

7 – ისი­ნი უს­მე­ნენ ში­ნა­გან ხმას და არა ლო­გი­კას. მა­ტე­რი­ა­ლურ­ზე მე­ტად სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. ხე­ლოვ­ნე­ბის, ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და რე­ლი­გი­ის სა­კი­თხებ­ში ნამ­დვი­ლი ექ­სპერ­ტე­ბი არი­ან.

8 – შე­უძ­ლი­ათ და მი­მარ­თა­ვენ კი­დეც თა­ვის ძა­ლებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის­კენ. ბიზ­ნეს­ში დიდ მწვერ­ვა­ლებს აღ­წე­ვენ, მაგ­რამ მხო­ლოდ სა­კუ­თარ ფულ­ზე ზრუნ­ვა წარ­მა­ტე­ბას ვერ მო­უ­ტანს. თუ სხვის მო­გე­ბა­ზეც იფიქ­რე­ბენ, ყოვ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა ელით. რა საქ­მე­საც არ უნდა შე­ე­ჭი­დონ, ყო­ველ­თვის უნდა ახ­სოვ­დეთ რომ, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­უ­თა­ნაბ­რონ სუ­ლი­ერს.

9 – გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი მას ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ და ავ­ტო­რი­ტე­ტულ ადა­მი­ა­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. ქორ­წი­ნე­ბა­ში მის­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სუ­ლი­ე­რი მხა­რე, ვიდ­რე ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვე.

11 – ამ ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი მი­სია აკის­რი­ათ. ისი­ნი გა­მუდ­მე­ბით იძ­ლე­ვი­ან რჩე­ვებს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან თი­თო­ე­ულ სი­ტყვას, რა­საც სხვის სა­სარ­გებ­ლოდ ამ­ბო­ბენ და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად მას­ზე გა­ცი­ლე­ბით უფ­რო­სე­ბიც არი­ან.

ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი კოდი 22-ია, ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი და რთუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მი­სია აკის­რი­ათ. კა­ცობ­რი­უ­ბას უძღვნი­ან თავს. მათი და­ვა­ლე­ბაა აუხ­სნან თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს კოს­მი­უ­რი ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

წყარო: Ambebi.ge

Cesko