“როგორ არ გეშინიათ ღმერთის,(თუმცა თქვენი ღმერთი სატანაა) განგების, კოსმოსის, როდესაც აბულინგებთ შვილმკვდარ ოჯახს…” – ლალი მოროშკინა

0
557
21 Views

8წლის ასაკში,
გერმანიიდან საბჭოთა რეალობაში რომ დავბრუნდი, პირველ და ერთადერთ არხზე, ქალბატონ ირინა მათიაშვილთან ერთად მიმყავდა გადაცემა. ჩემი ბედიც მაშინ გადაწყდა.
მეორე დღეს უამრავ გოგონას შურდა ჩემი “იმპორტული” ჯინსების და ცისფერ ეკრანზე დიდ კორიფეებთან ნაცნობობის. იმ დღიდან მივხვდი და გავითავისე,რომ მეყოლება უამრავი მტერი და ჩასაფრებული, თვალთმაქცი და აბეზარა ადამიანი.
დღეს 53 წლის ვარ და ეს რიცხვი მხოლოდ იზრდება,
არადა დიდი ხანია ჩემი სახელი მივიწყებული უნდა იყოს,მე კი შვილისშვილების აკვანს ვარწევდე.
ესეიგი ტყუილად არ მიცხოვრია..
მე ვიტან ყველაფერს:ბულინგს,გინებას,წყევლას და მხოლოდ ერთს ვთხოვ ღმერთს არ დაუბრუნდეთ საშინელი ტრაგედიით,თუმცა ზეცასთან უძლური ვარ და ეს ადამიანები განუკურნებელი სენით ავადდებიან…
მე ვიტან ყველაფერს რადგან პოპულარობა სხვაგვარად არ არსებობს,
ეს გზა კი ბავშვობიდან ავირჩიე.
მაგრამ!!!!!!!
აი როგორ არ გეშინიათ ღმერთის,(თუმცა თქვენი ღმერთი სატანაა) განგების,
კოსმოსის,
როდესაც აბულინგებთ შვილმკვდარ ოჯახს.
ჯერ ხომ ორმოციც არ გასულა,
დავითი და მისი მეუღლე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,
რომ დაობლებული ოთხი შვილისშვილი უმამობამ და ტრაგედიამ არ გააბოროტოს და თქვენნაირ უსამშობლო,უსულო,უპრინციპო ბიომასად არ აქციოს.
ამ დიდ მარხვაში გამძლეობას გისურვებ ჩემო ძმაო❤️ფაშისტები კი აუცილებლად დაისჯებიან

David Kartvelishvili

სად იპოვეს გარდაცვლილი ბაჩო ქართველიშვილი და რა უნდოდა მას ძველ ციხესიმაგრესთან?

უმძიმესი ტრაგედია – უბედურ შემთხვევას „ჯორჯიან ჰოლიდეის“ გენერალური დირექტორი ბაჩო ქართველიშვილი ემსხვერპლა

 

 

Cesko