„ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება“ -მეუფე იაკობი „აგენტების კანონზე“

0
423
31 Views

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საკვირაო ქადაგებისას პუტინზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის გადაწყვეტილება “არაფერს ნიშნავს”. მისივე სიტყვებით, სასამართლოს ორდერი “თავის მოტყუებაა”.

“რა გააკეთეს ახლა, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ომის დამნაშავედ შეირაცხა, სასამართლომ გასცა მისი დაკავების ბრძანება. მე არ ვიცი, ომი რომ მიმდინარეობს თავს იტყუებენ, თუ ვის დააკავებს. მაშინვე ჩინეთმა რა გააკეთა, ჩავიდა [რუსეთში] და შეხვდა იმას [პუტინს] ხომ, ანუ არაფრად ჩააგდო იმიტომ რომ იმ სასამართლოს [ICC-ის] წევრები არ არიან არც ამერიკა, არც ჩინეთი არც რუსეთი არ არის და იმათთვის არაფერს ნიშნავს. თუ არ მოუგე რუსეთს, როგორ გინდა დაიჭირო. საინტერესოა, ქვეყანაში რომ ჩააკითხონ, ვინმე გაბედავს დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა? თავიანთთან რომ არეულობა არ იყოს და უკრაინის გარეთ რომ არ გავიდეს, ფულს ხო მაგაში იხდიან, იარაღითაც ხომ მაგიტომ აიარაღებენ ადამიანებს”

მეუფე იაკობმა „რუსულ კანონზეც“ ისაუბრა:

„მოვუსმინე ჩვენს პოლიტიკოსებს უცხოეთში რომ იღებენ, ისინი თავიანთი მტრების წინააღმდეგ იღებენო, სახლემწიფოების წინააღმდეგ, ჩვენთან რომ იღებენო სასამართლო არ გავქვსო წესიერიო და ამიტომო ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ იღებენო. ჯერ არ იყო არც კანონი მიღებული, არაფერი და ვაი ვიში შექმნეს, ეს როგორ შეიძლება, ეს როგორ შეიძლება, თავი გაიშიფრეს, რომ ე.ი. ისეთ რამეს არ აკეთებდნენ. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ესე მხოლოდ სია შეედგინათ იმათი, აგენტსაც ნუ დაარქმევდნენ, სია თუ ვინ ფინანსდება…ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება, თუ გვინდა ცივილიზებული მსოფლიოს წევრი გავხდეთ, თორემ რომ შეხვალ ის კანონი გამზადებული დაგვხვდება იქ“

Cesko