გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი შემთვევით სოციალური ქსელში იპოვეს. მათ ვიზუალთან ერთად ბევრი საერთო აქვთ, მათ შორის შიშები და სიზმრები.
ტყუპები 20 წლის წინ სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს, ანო სართანია – თბილისში, თამარ ხვიტია კი ზუგდიდში.
14 წლის ასაკში გოგონებს უცნობმა ქალმა ერთმანეთის ფოტოები გაუგზავნა და მისწერა, რომ მას ძალიან ჰგავდა. წლების შემდეგ, ტიკტოკზე, თამარის ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ჩანდა, რომ გოგონამ პირსინგი გაიკეთა, ასე იპოვეს ერთმანეთი.
15:28 / 25-03-2023
“ეს ბედნიერი დასასრულია… დედა საზღვარგარეთაა და იქ გაიგო ყველაფერი” – საოცარი ისტორია ქართველ ტყუპ დებზე, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი, 20 წლის შემდეგ კი მშობლები იპოვეს
2022 წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელში, ჯგუფში “ვეძებ“ გამოქვეყნდა პოსტი, სადაც 20 წლის ტყუპი და, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი იპოვეს, ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდნენ.
ტყუპები 20 წლის წინ სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს, ანო სართანია – თბილისში, თამარ ხვიტია კი ზუგდიდში.
გოგონებს თავიდან ეგონათ, რომ უბრალოდ, გავდნენ ერთმანეთს, ეჭვი მაშინ გაუჩნდათ, როცა გაიგეს, ორივე ჩხოროწყუში დაიბადა.
თამარს დედის მეგობარმა უთხრა, რომ ნაშვილებია. ანოს მაინც ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ დედამისის შვილი იყო და უბრალოდ, ქალს მშობიარობისას თამარი წაართვეს. ანომ ბიძაშვილს მიწერა, იყო თუ არა აყვანილი, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. გოგონა მაშინ მიხვდა, რომ ნაშვილები იყო. მოგვიანებით ყველაფერი ბებიამ დაუდასტურა, უთხრა, რომ აღმზრდელ დედას ორი წლის მანძილზე უნდოდა ამის თქმა…
ბიოლოგიური მშობლების ძებნა დებმა ერთი წლის შემდეგ დაიწყეს. ჯგუფში „ვეძებ,“ რომელიც ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ წლების წინ დააფუძნა და უამრავ ადამიანს ეხმარება ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში. გამონაკლისი არც დები აღმოჩნდნენ…
თამარ და ანო ხვიტიები
2022 წელი, 12 ოქტომბერი, ჯგუფში „ვეძებ,“ იდენტური ტყუპები საერთო პოსტს აქვეყნებენ, სადაც წერია:
– გამარჯობა. მე და ჩემი ტყუპი და ვეძებთ ბიოლოგიურ მშობლებს. როგორც ვიცით, #2002წლის24ივნისს #კირცხში ვართ დაბადებულები. მაგრამ სანდო რამდენადაა, არ ვიცით, რადგან ჩემი დაბადების თარიღი არ ემთხვევა ჩემი დისას. ცალ-ცალკე ვართ გაშვილებულები და რა თქმა უნდა, ორი რადიკალურად განსხვავებული ისტორიაა შეთხზული. გვარებიც სხვადასხვა ვიცით: #ჭითანავა და #გახარია. შესაძლებელია გვყავდეს უფროსი და-ძმები. სამშობიაროში არანაირი საბუთი არ არის, სადაც ფიგურირებს ბიოლოგიური დედა. ისეა, თითქოს ჩვენმა გამზრდელმა დედებმა გაგვაჩინეს. ვინმეს ეს ისტორია თუ გეცნობათ, ან დრო ემთხვევა, შეგვეხმიანეთ…
2023 წელი, 25 მარტი, თამარმა და ანომ ბიოლოგიური მშობლები იპოვეს… ჯგუფში „ვეძებ“ დების კიდევ ერთი სტატუსი გამოქვეყნდა, ამჯერად ერთსიტყვიანი.
“ვიპოვეთ…”
წყარო – ამბები.ge