აუ ახლა დავწერ, რა, თქვენ რას იზამდით )))
რამდენიმე დღის წინ, ძლივს რო მოვიცალე, მე და ლაზარე საჭმელად შევედით ერთგან. ვზივართ, ვჭამთ. ვიღაც ასე 2 წლის ბავშვი მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და დაჯდა. ცოტა ხანში მაგიდის ფეხს მიარტყა ფეხი. შევხედე, არაფერი მითქვამს. კიდევ ცოტა ხანში ისევ იგივე გაიმეორა, ფეხი მიარტყა მაგიდას, თან ისევ ზის ჩვენს მაგიდასთან. შევხედე, შენიშვნა მივეცი, არ შეიძლება მასე მოქცევა-თქო და გავაგრძელეთ ჭამა. ისევ ცოტა ხანში იგივე გაიმეორა და ფრი დაგვეყარა ძირს. ისევ შევხედე, უკვე მკაცრად ვუთხარი – არ შეიძლება მასე მოქცევა, ნუ აკეთებ მასე-თქო. ??
კიდევ ცოტა ხანში იგივეს იმეორებს ???
გავიხედ-გამოვიხედე და დავიძახე – ვისია ეს ბავშვი-თქო? არ მცემს არავინ ხმას. ვიყურები აქეთ-იქით, უკვე გაბრაზებული.
ბავშვს ყვირილს ხომ არ დავუწყებდი, მშობელს ვეძებდი, რომ მეთქვა – თქვენს შვილს მიხედეთ-თქო. ??
და უცებ ვიღაც ქალი მეკითხება – რაშია საქმეო?
თქვენი შვილია-მეთქი?
არაო, მარა რა ხდებაო?
ბავშვის მშობელთან მინდა საუბარი, სხვა არაფერი, ზის და ფეხებს ურტყამს მაგიდის ფეხს-თქო და შენიშვნა არ ესმის-თქო.
ხოდა, ვჭამთ, რა ვიცი, რა წესია-თქო.
უიმეეე რო დაასარსალა თვალები ???
ბავშვიაო, რა მოხდაო მერეო…
მეთქი მაგრად არ მაინტერესებს, წამით არ ჩერდება და მე აქ ჩემს შვილთან ერთად ძლივს მოვიცალე, რო გამოვსულიყავი და მშვიდად მინდა ყოფნა-თქო ??
მოძროხდა ეს ქალი ახლოს, მოკიდა ხელი იმ ბავშვს და თავის მაგიდასთან გადასვა, “კეთილი დეიდა” გაიჩითა, რა… მოდიო აქ იჯექიო, არ “გეჩხუბება” აქ არავინ, ამ მაგიდას ურტყიო ფეხიო…
???
ხოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ ბავშვია, ციყვია, თუ დელფინი, ყველაფერს აქვს თავის ფორმა და წესი.
თავხედად რომ ზრდიან ზოგიერთები ბავშვებს, იმიტომაც იზრდებიან მერე ვირები!
რახან ბავშვია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება აქვს!
ერთი მე უნდა ავმდგარიყავი რა და თავზე საჭმელი დამეყარა იმ ქალისთვის და მეთქვა – ასე მზრდიდნენ მეც, ყველაფრის უფლება მქონდა და აჰა-თქო, ბლინ ?
პ.ს. – ბავშვი მამასთან ერთად ყოფილა, მერე მოვკარი თვალი. ხმა არ ამოუღია ?
ნინო ლაბარტყავა; სოციალური ქსელი