საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნვას სთავაზობს.
დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ “შრომის კოდექსში” ცვლილებები მოამზადეს, რომელიც უქმე დღედ 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებს.
“საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება”, – ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
“შრომის კოდექსში” ცვლილებების პროექტში პარლამენტის ბიუროს 18 აპრილის სხდომაზე გავა.