77 Views
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წარმომადგენლის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა მისი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის მოსამზადებელი ეტაპი უნდა იყოს.
„ვივამედში“ სააკაშვილის გადმოყვანა უნდა იყოს მომზადება შემდეგი ეტაპისთვის, საზღვარგარეთ გასვლისთვის. აქ მოსვლა არ არის მკურნალობა – ეს არის მოსამზადებელი ეტაპი, რომ პრეზიდენტი ქვეყნიდან გავიდეს“, – აცხადებს ჩალაძე.