ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა

February 21, 11:02
0
160

კიევში ვიზიტის შემდეგ, ჯო ბაიდენი ვარშავას ესტუმრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლონეთის დედაქალაქში, გვიან ღამით, მატარებლით ჩავიდა. ჯო ბაიდენი დღეს, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას შეხვდება.

ხვალ, თეთრი სახლის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს „ბუქარესტის ცხრიანის“ რიგგარეშე სამიტში და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

Cesko