საზარელი ბედობა სვანეთში: ცნობილი გახდა გვარებს შორის დაპირისპირებას შეწირული ახალგაზრდას ვინაობა, მკვლელობისთვის 71 წლის კაციც დაიჭირეს (დეტალები)

0
1834
21 Views

ორმაგი მკვლელობა სვანეთში. მოკლულია ორი ახალგაზრდა.

დაპირისპირება სუფრაზე შელაპარაკებით დაიწყო, რის მერეც მხარეებმა ცეცხლსასროლი იარაღით ერთმანეთს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე.

“კურიერის” ინფორმაციით, სოფელ ეცერში გვარებს შორის დაპირისპირება დიდი ხნით ადრე დაიწყო, მას შემდეგ მეზობლები შერიგდნენ, თუმცა კონფლიქტი ბედობის ღამეს გაიხსენეს. ერთ-ერთი მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია. პოლიციაში თვითმხილველების დაკითხვა გრძელდება. განყოფილებაში იმყოფებიან ორივე მოკლულის ოჯახების წევრები.

საშა პაკელიანი თავად შეესწრო ფაქტს თუ როგორო გაიმეტეს მისი 28 წლის შვილი სასიკვდილოდ. შვილმკვდარმა დედამ საჯაროდ დაასახელა პირი, რომლის ნასროლმა ტყვიამაც, როგორც თავად ჰყვება, გიორგი პაკელიანი მოკლა, მისი უმცროსი ძმა კი დაჭრა.

სოფელ ეცერში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, პოლიცამ ცხელ კვალზე დააკავა ორი პირი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 71 და 26 წლის მამაკაცებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც.

Cesko