ელი კოენი: მე შევცვლი საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკას უკრაინისა და რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ – ისრაელი რუსეთთან პირდაპირ კონტაქტებს განაახლებს 

January 3, 10:00
0
628

ისრაელის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ ის შეცვლის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკას უკრაინისა და რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 3 იანვარს, კოენი აპირებს სატელეფონო საუბარს რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან. ეს იქნება პირველი მოლაპარაკებები ისრაელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

„რუსეთ-უკრაინის საკითხში ჩვენ ერთ რამეს აუცილებლად გავაკეთებთ – ნაკლებად ვისაუბრებთ საჯაროდ“, – აცხადებს მინისტრი.

კოენის თქმით, ისრაელი ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.

ახლად დანიშნულმა მინისტრმა უკრაინის მოთხოვნაზე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

 

Cesko