19 Views
მესტიის სოფელ ეწერში მკვლელობა მოხდა. დაჭრილია ერთი ადამიანი, გარდაცვლილია ორი. დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, შემთხვევა, რომელიც ტრაგედიით დასრულდა, სავარაუდოდ, გვარებს შორის ადრე არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ერთ-ერთი მოკლული პირი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია. დაჭრილია ერთ-ერთი მოკლულის ძმაც.