„ემიგრანტების იმედი“, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავს ავრცელებს, ავარიის შედეგად ემიგრანტის შვილი გარდაიცვალა.
“გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი 30 წლის შაკო ბოგველი… შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ იზა ბოგველი შოთო სიხარულიძეს თელავში ჩასვლისკენ მოუწოდებდა შოთიკო ბოჭორიძის დაკრძალვაზე… ის წერდა რომ მოკლული 17 წლის მარიამ ბოგველის დედა იყო და მან იავნანა უმღერა დაკრძალვის დღეს შვილს…
ახლა კი მან მეორე შვილი დაკარგა.. შაკო ბოგველი რომელიც 12 წელი არ ყავდა ნანახი და ის დღეს ავარიით გარდაიცვალა. მართლაც რომ შემზარავი ამბავია დავმუნჯდი მე… არ ვიცი რა უნდა ვუთხრა გამწარებულ ემიგრანტ დედას რომელმაც მარიამის შემდეგ დღეს შაკო დაკარგა….
მენანები მიწისთვის….
ცივ სამარეში ვერ ჩაეტია და სახლში დარჩა ემიგრანტ დედას თბილი ხელები…
ემატება ტკივილს ტკივილი, ვერ ჩაეტია ცივ სამარეში და სახლში დარჩა დედას ღიმილი… მხრებით ტკივილი მიმაქვს ქარიქარ, ცივ სასახლეში გამოხვეული, ვერ გაეტია ჩახსნილ კარიდან და სახლში დარჩა დედას სხეული… ბორცვი მარტოა ახლა სრულიად, და მეც მშვიდი ვარ ახლა სრულებით და რადგან სახლი დედის სულია მათბობს საკმევლის ნელი სურნელით…
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…. უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 30 წლისას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ემიგრანტი დედის ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას იზა ბოგველს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
30 წელი პატარა დროა ბედნიერებისთვის…. ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა…. შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… შენ, რატომ არ შეგებრალა ემიგრანტი მონატრებული დედა… მიწისთვის მენანები… სულით ხორცამდე შემძრა შენმა გარდაცვალებამ.. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი გულიანი, შაკო აღარ გვყავს. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა, უხაროდა ყველას წარმატება, უყვარდა ყველას დაფასება. მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 30 წელი… ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი. თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი”, – წერს შოთო სიხარულიძე.
ის ემიგრანტი დედის შეტყობინებასაც აჯაქსაროებს.
“გუშინ გწერდი, რომ გამხნევებულიყავი. მერე შოთის დედასაც ვესაუბრე, გავამხნევე როგორც შემეძლო და დღეს მე მემახნევებენ, მივდივარმ ნეორე შვილი რომ დავიტირო… ვინ ვარ ახლა მე, ან რატომ. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს 10 წელია და კიდევ ბევრი ათი დაემატება, სანამ ჩემს შვილებს არ ჩავეხუტები“- წერს იზა ბოგველი.
tia.ge