ხვალ, 23 დეკემბერს, თხის რქის მეორე გრადუსში, 14:16-ზე ახალმთვარეობაა,რომელიც “მზებუდობას”top ემთხვევა.
ასტროლოგები გვირჩევენ, ეს დღე მშვიდად გავატაროთ და მომავლის მიზნები დავსახოთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ ახალმთავრეობისას:
შეადგინეთ მომავლის გეგმები და კიდევ უკეთესი – ჩამოწერეთ ისინი;
განთავისუფლდით ნეგატივისგან, ძველი ნივთებისგან, გაასუფთავეთ სახლი;
გაუფრთხილდით ფიზიკურ ჯანმრთელობას – ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას, დაისვენეთ;
შეეცადეთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან;
შეინარჩუნეთ შინაგანი ჰარმონია – გააკეთეთ მასაჟი, თბილი აბაზანა, მედიტაცია, ისაუბრეთ სასიამოვნო ადამიანებთან;
რა არ უნდა გააკეთოთ:
არ არის რეკომენდებული გრძელვადიანი პროექტების დაწყება;არ განახორციელოთ ნაღდი ოპერაციები და მსხვილი შესყიდვები, არ აიღოთ სესხი და არ გაასესხოთ;თუ შესაძლებელია, გადადეთ ქირურგიული ოპერაციების ჩატარება;უმჯობესია, უარი თქვან ძლიერ სასმელებზე, ცხიმოვან და უსარგებლო საკვებზე;არ არის რეკომენდებული კოსმეტოლოგთან ვიზიტი;ცუდი პერიოდია მაჭანკლობისა და ქორწინებისთვის.ახალი მთვარის დროს უმჯობესია, არ მიიღოთ საბედისწერო გადაწყვეტილებები – გადადოთ ისინი რამდენიმე დღით, ეს დაგეხმარებათ უფრო ფხიზელი თვალით შეხედოთ სიტუაციას.