„რამხელა სევდას ატარებდი და რამხელა გული გქონდა, არასოდეს დაგივიწყებ…“ – ახალგაზრდა პოეტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

0
1091
20 Views

მორიგი ტრაგედია – გარდაიცვალა პოეტი გიორგი ჩუთლაშვილი. როგორც ცნობილია ის მამამ დღეს დილით იპოვა სახლში. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

პოეტს ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან და წერენ:

,,ჩვენ დაგვიხეთქა გული და თვითონ ალბათ მშვიდად შეხვდა სიკვდილს, ღიმილით, მშრალი თევზების წონასწორობით. Giorgi Chutlashvili . დაუჯერებელია.”

,,გიო ბოდიში ყველას სახელით , ყველას ჩვენგანის ბრალია ბოდიში მეგობარო და მშვიდობით 😭😭😭”

,,მეზიზღება გიო პოსტების წერა , მაგრამ შენ ისე მატკინე ისე დამარტყი ისე დaმანარცხე ამწამს რო არვიცი რა ვქნა ესე ძალიან არ მტკენია არასდროს არაფერი გულში, შიგ სულში მატკინე მომკალი ადამიანი ცოცხალ მკვდრად დამტოვე ჩემო სულიერო ძმაო”

,,ვგრძნობდი, ვწერდი, უჭირს-მეთქი, რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ მაინც თავს ვიდანაშაულებ, რომ სათანადოდ ვერ დავუდექი გვერდით. რაღაც იყო მოსაფიქრებელი. ზუსტად ვიცი, რომ ეს მისი მატერიალური მდგომარეობის ბრალია. არა აქვს მნიშვნელობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა. მე დამნაშავედ ვგრძნობ თავს. (((

საბრალო, საყვარელო ბიჭო, გული მისკდება, რომ წარმოვიდგენ, როგორ მოკუნტული შეხვდი სიკვდილს შენს ცივ, უბრალო საწოლში, იქნებ მშიერიც კი. ბოდიში, გიო! Giorgi Chutlashvili (მოვნიშნე იმიტომ, რომ კითხვები აღარ დამისვათ. ის ჩემი არავინ იყო, მაგრამ იყო დაჩაგრული, კარგი ადამიანი, პოეტი, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობდი) მშვიდობით! უფლის შვილი იყავი შენ და მასთან ხარ ახლა, და ალბათ ყველაზე მშვიდად. (

Cesko