„რეალური, გაცნობიერებული ცხოვრება იწყება მხოლოდ 40 წლის შემდეგ” – ნინო გაჩეჩილაძის ახალი ფოტოსესია

October 17, 20:44
0
467

ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინოს გულშემატკივრები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მის „ინსტაგრამგვერდზე” გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გამოხატავენ.

ამჯერად ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გაცნობიერებული ცხოვრება მხოლოდ 40 წლის შემდეგ იწყება:

„ჩემი აზრით, რეალური, გაცნობიერებული ცხოვრება იწყება მხოლოდ 40 წლის შემდეგ. მანამდე არის მხოლოდ კვლევები და

ვარაუდები.

თქვენ რას იტყვით“ – წერს ის.

Cesko