“ვინც ჯადოსნობის ხასიათზე ხართ, შეგიძლიათ, ეს თილისმა საკუთარი ხელით დაამზადოთ” – რას გვირჩევს ასტროლოგი სურვილების ასახდენად?!

0
422
27 Views

ეზოტერიკოსი ნინა გეგეჭკორი ზამთრის ბუნიობის შესახებ სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს და ადამიანებს ამ დღის ენერგიის დადებითად გამოყენებას ასწავლის.

„ასტრონომიულად, ეს არის ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე ჩრ. ნახევარსფეროში, ხოლო სამხრეთში მზე ყველაზე დაბალ მდებარეობაშია ჰორიზონტთან მიმართებაში და ყველაზე გრძელი ჩრდილები საგნებს სწორედ ამ დღეს აქვს. ანუ კიდევ უფრო მარტივად – ჩრ. ნახევარსფეროში იწყება ასტრონომიული ზამთარი, ხოლო სამხრეთში ასტრონომიული ზაფხული. რა თქმა უნდა კალენდარული ზამთარი არ ემთხვევა ასტრონომიულს, ისე როგორც ბევრ ნიუანსში. ჩვენთან ამის შემდეგ დღე იწყებს გაზრდას. წელს 21 დეკემბერს გრინვიჩის დროით 21:48 დადგება ეს მომენტი ანუ ჩვენთან საქართველოში +4 საათი გამოდის 22 დეკემბრის 01:48 – ეს ღამე იქნება ყველაზე გრძელი, ხოლო 22-ში ყველაზე მოკლე დღე. რა ხდება ამ დროს ენერგეტიკულად?! მიუხედავად იმისა, რომ მზე „ცოტა დროით” ჩანს ჰორიზონტზე. მაინც კარდინალურ ჯვარზე შედის ( ასტრო მოყვარულებისთვის მზე გადადის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში). არდინალური ჯვარი კი როგორც სიტყვა გვკარნახობს, კარდინალური ნაბიჯებისთვის და ცვლილებებისთვის არის. ძველად, ბევრ ხალხებში თვლიდენენ რომ მზე ამ დღეს კვდება ( დაღამებისთანავე უზარმაზარ კოცონს ანთებდნენ მზის გასაძლიერებლად, მერე დროთა განმავლობაში დღესასაულად გადაიქცა და თითქმის ყველგან მზის ღმერთების საპატივცემულოდ). სხვათა შორის საახალწლო ნაძვის ხე, საშობაო რიტუალები და საშოაბაო არდადეგებიც კი ამ მზის დღესასაულების შთამომავალია. ამის შესახებ ქსელში უამრავი ინფორმაციაა მაგრამ რაც ძალიან სიმბოლური და ალეგორიულია – ასტრონომიულად მზე „ცოცხლდება” 3 დღის შემდეგ – 25 დეკემბერს ანუ 3 დღის მანძილზე ოპტიკური ილუზია წარმოიქმნება, თითქოს მზე ერთ ადგილზე გაჩერდა, 25 დეკემბერს კი მოძრაობას განაგრძობს(ასე ვთქვათ, ხელახლა დაიბადება) ( ენერეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ესეც) და ქრისტიანული შობა სხვა ძველი რელიგიების მსგავსი შინაარსის დღესასწაულები (ჰორუსი – იშვა ქალწულისაგან, 25 დეკემბერს. ბუდა – იშვა ქალწულისაგან 25 დეკემბერს. კრიშნა – დაიბადა 25 დეკემბერს, ქალწულისაგან. ჰერაკლე, მითრა, დიონისე, ქრისტე, ზარატუშტრა და სხვა მრავალი) სწორედ ამ დღეს ემთხვევა. ახლა მთავარზე – როგორ გამოვიყენოთ ეს დღე სასიკეთოდ? ვინც ჯადოსნობის და ჯადოსნურობის ხასიათზეა მათთვის ამ დღეესთან დაკავშირებული უამრავი რიტუალია შემორჩენილი და შეგვიძლია გავაზაროთ. რატომაც არა?! წინასაახალწლო დღეებია, ჰაერში მეჯიქ ტრიალებს. ვისაც მხოლოდ რაციონალურად სჭირდება ინფორმაცია კარდინალური ძვრებისთვის, მათთვისაც შესაბამისი რეკომენდაციები არსებობს, განწყობის და გემოვნების ამბავია მოკლედ, თორემ კოსმოსში ენერგეტიკულად ერთი პროცესი მიდის და ადამიანები ამას სხვანაირად აღიქვამენ. ნებისმიერ შემთხვევაში მზის თემატიკაა – ნათელი თემატიკა. ყველაზე გავრცელებული მცენარის თესლით რიტუალია, ბევრგან ვხვდებით ოდნავ სახეცვლილად, მაგრამ არსი ერთია – იყიდეთ ნებისმიერი მცენარის, ყვავილის თესლი, მოიტანეთ სახლში, ჩაუთქვით სურვილი, ჩათესეთ ქოთანში და მორწყეთ ხოლმე. გაზაფხულზე (წესით აქ გაზაფხულის ბუნიობას გულისხმობდნენ 21 მარტს) გაიტანეთ გარეთ და ჯანსაღი ხის მახლობლად გადარგეთ. თუ მცენარემ გაიხარა, გატანიდან 1 თვეში ასრულდება სურვილი, ასე სჯეროდათ. რა არის ჩათქმა? როგორ მუშაობს თილისმა? გვიფიქრია ამაზე?ყველაფერი მუშაობს რასაც სწორად დავადეკლალირებთ, რასაც სწორად მოვითხოვთ და რისთვისაც მზად ვართ. და აქ ისევ გემოვნების ამბავია-დავწერთ ამ სურვილს, მენტალურად გონებაში დავადეკლარირებთ სწორ დროს თუ ნივთს მივაბამ უბრალოდ. ნპლს დაღუზების პრინციპია თილისმა ფაქტობრივად მეტი არაფერი. მთავარია პოზიტიურად ვქნათ. გახსოვთ წეღან ყველაზე გრძელი ჩრდილები ვახსენე და ყველაზე ცოტა მზე წლის მანძილზე. ეს ნიშნავს რომ მზის ენერგიაა ცოტა და მთვარის მეტი – ასტროლოგია გვერდით რომ გადადო და ენერგეტკა დატოვო-მთვარე ქვეცნობერი პროგრამებია ჩვენს რუკაში – ანუ ყველაზე კარგია პერიდოა მზებუდობა +3 დღე ქვეცნობიერთან და ქვეცნობიერ შიშებთან (ჩრდილები) სამუშაოდ, მანიფესტაციისთვის და როცა 3 დღის მერე მზე დაიძვრება ზრდისკენ ( მზე – როგორც ცნობიერი) დაიწყებს ამ პროგრამების ჩატვირთვას და განხორციელებას. საერთო ფონი მძიმეა, საერთო სცენარები მძიმეა, ბოლო 3 წელია ძველი მოდელები და ახალი მოდელები ებრძვის ერთმანეთს, რას მოვაყოლე ახლა ეს – გლობალური სცნარები იმდენად ტემპში და შექცევადად მიდის, რომ ჩვენ ბევრი არაფერი შეგვიძლია ამ ეტაპზე, ერთადერთი რაც არის შეგვიძლია საკუთარი ადაპტაციაზე და შიშებზე ვიმუშაოთ. ვინც იყინებეთ მედიტაციურ პრაკტიკებს, ამ პერიოდში არ დაიზაროთ. ძალიან კარგია ცეცხლის სტიქიის მედიტაციები, მზის წნულის ანუ მესამე ჩაკრის მედიტაციები. ძირითადად გამწმენდი, სანამ განზრახვას გავაჟღერებთ, სანამ მომდევნო წელს დავგეგმავთ, კარგი იქნება ენერგეტიკული პრაქტიკები. ბევრი ცეცხლი, სანთლები როგორც მზესთან კავშირის სიმბოლო. მანიფესტაციას რაც შეეხება შეგიძლიათ უბრალოდ ჩამოწეროთ თუ მეტალურად არ გამოდით. მოკლედ ზოგადი რეკომდაციები #ზამთრისმზებუდობისთვის დაალაგეთ ყველაფერი, მაგრამ ეს დალაგება არ უნდა ჰგავდეს „მთვარის დაბნელების დალაგებას”. პირიქით შეცვალეთ ყველაფერი – დაიწყეთ ახალი ნივთების გამოყენება – ჭურჭელი, ტანსაცმელი, ტექნიკა, ცოცხი, თმის საბნევი, კოსმეტიკა და ნებისმიერი რამ. რაც შეიძლება ბევრ საყოფაცხოვრებო წვრილმანში შეიტანეთ ცვლილება. მომდევნო სამი დღე კარგი იქნება თუ შეეგებებით მზეს ხელებგაშლილი და თვალებდახუჭული გადადით მედიტაციურ მდგომარეობაში. მზის (მესამე ჩაკრის) მედიტაცია: დადექით მზის პირისპირ და წარმოსახვით ენერგეტიკული მილით მიუერთდით დიდ მზეს მზის წნულით და აანთეთ მზე თქვენს სხეულში. დაატრიალეთ ენერგია – შემოვიდა, გაანათა, გავიდა, ავიდა მზესთან, ისევ ჩამოვიდა და ა.შ. მთელი ეს პროცესი წარმოიდგინეთ როგორ ნათდება და თბება თქვენი ყოველი უჯრედი სხეულში, გონებაში და ყველა თავისუფალი ადგილი ივსება ახალი მიზნებით და გეგმებით და საციცოხლო ენერგიით.„სცენარის წერას” – წარმოსახვა ან პირდაპირი მნიშვნელობით დაგეგმვა და მერე მანათობელი ენერგეტიკული ბურთით ამ ყველაფრის კოსმოსში გაშვება ჩაიტარეთ წყლის ნებისმიერი პროცედურა – აბაზანიდან დაწყებული, მასაჟით და აუზით დამთვარებული. ეს აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით ბუნებრივ წყლებში იქნება ეს ამბავი კარგი. ზოგადად ბუნებში თუ გახვალთ ამ 3 დღეში ძალიან კარგი იქნება – 4-ვე სტიქია ბუნებრივად დაგეხმარებათ. თუ შეძლებთ აუცილებლად დაჯექით საღამოს კოცონთან – ცეცხლი დაგეხმარებათ ენერგეტიკულ წმენდაში. კარგი იქნება რამე თილისმას თუ გააკეთებთ, სადაც „ჩააქსოვთ” თქვენს სურვილებს და გეგმებს და ატარებთ მათ მოზიდვამდე. თუ არ იცით როგორ, ერთ ძალიან მარტივ ამბავს გასწავლით: „ВЕДЬМИНА ЛЕСТНИЦА”-ს ვარიანტი, უბრალოდ სურვილებზე. აიღეთ ყვითელი ან ოქროსფერი ძაფი/ლენტა 9 ცალი ბუსი. თუ სურვილი გექნებათ ჩაურთეთ კვანძებში მინერალური ქვა ან ნებისმიერი სიმბოლური დატვირთვით ნივთი- ბალახები, ბუმბულები, ნიჟარები, კარგი იქნება რაიმე პატარა ნივთიც რომელშიც წყალი იქნება ჰერმეტულად (თუ არ გამოვა არ არის პრობლემა). დაიწყეთ კეთება: კვანძი-ნივთი-კვანძი-ნივთი. ყველა კვანძის მერე გააჟღერეთ სურვილი შეინახეთ ეს ნივთი სადმე თქვენთვის მნიშვნელოვან ადგილას, მაქსიმუმ 1 წელი, მინიმუმ ზაფხულის ბუნიობამდე გახსოვდეთ არც ერთი თქვენი სურვილი არ უნდა აზიანებდეს სხვას და არ უნდა ერეოდეს სხვის პირად სივრცეში, მით უფრო არ ატარებდეს სხვისთვის ნეგატიურ ხასიათს”, – წერს ნინა გეგჭკორი.

Cesko