„ტკივილი დამავიწყა… ონკოლოგიური კლინიკის ექიმმა მკითხა, რით მკურნალობო…“ – რას წერს მოქალაქე მოწამეთას მონასტერში მოღვაწე ბერზე

0
675
559 Views

როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას. 43 წლის ასაკში მძიმე სენი შემეყარა სიმსივნე,- ასე იწყება წერილი, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ ჟურნალ კარიბჭის რედაქციას მისწერა.

როგორც წერილიდან ირკვევა, მამა დავითის (ნიჟარაძე) დამზადებულ წამალს, საოცარი მაკურნებელი ძალა აქვს:

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას. 43 წლის ასაკში მძიმე სენი შემეყარა სიმსივნე. ვმკურნალობდი, მაგრამ რთულად მიდიოდა ჩემი ჯანმრთელობა. გავიგე, რომ მოწამეთის მონასტერში ბერ დავითს (ნიჟარაძე), ძველი ბერებისგან ჰქონდა ნასწავლი ბალახეული წამლის მომზადება, რომელიც სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის უშვილობას შველოდა. მეც მას მივაშურე. ბერის სათნოებამ, დალოცვამ, იმედმა და ღვთის სიყვარულმა ტკივილი დამავიწყა.

ორი კურსი რომ დავლიე, გადავიღე მუცლის ღრუ. ონკოლოგიური კლინიკის ექიმმა-რადიოლოგმა დამამშვიდა – კარგი შედეგია, წვრილი ჩანართები გაწოვილია, მდგომარეობა უკეთესიაო. მკითხა, რითი მკურნალობო. ვუთხარი, ბერის გაკეთებულ წამალს ვსვამ-მეთქი.

საოცარი კურნების ძალა აქვს მამა დავითის გაკეთებულ წამალს. უამრავ ადამიანს სჭირდება შველა, იმედი, რწმენა და ეს ყველაფერი ნამდვილად შეუძლია მამა დავითს და მის დამზადებულ წამალს.

ჩემი მეგობარი, ლამარა გიორგაძე წლების განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი, ვერ დადიოდა, ფეხები დასივებული ჰქონდა. ამ წამლის მიღების მერე წამოდგა და სიარული შესძლო. შველის ტუბერკულოზის მძიმე ფორმას, წმენდს ორგანიზმს, ასუფთავებს სისხლძარღვებს. ძალას აძლევს და ამაგრებს სხეულს. უშვილო ქალბატონებს შვილები უჩნდებათ. მამა დავითი ღვთის შვილია, დიდი ბერი, დიდი ბერების გაზრდილი. მისი პირველი მამა

Cesko