„90 წლის ხდებოდა ბებია, როდესაც მითხრა…“ – ნინო სუხიშვილი ბებიას იხსენებს

February 23, 13:28
0
1281

ნინო რამიშვილი – ეს სახელი და გვარი დიდი ხანია იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ჯილდოებისა და ტიტულების ჩამონათვალი. მოდური ჩალმით, განუყრელი სიგარეტით, სამაჯურებით ხელდამშვენებული მისი დარბაზში გამოჩენა მრავალსაათიან რეპეტიციებს ნიშნავდა. საქმეში მკაცრი და უკომპრომისო, საოცრად მომთხოვნი, არ ცნობდა შიმშილს, უძილობას, დაღლას, დაგვიანების მიზეზებს. ამბობდა, რომ დიდ საქმეში მხოლოდ შრომა და ფანატიზმამდე მისული სიყვარული იმარჯვებს. ყველას მეგობარი იყო, ფარივით ედგა ანსამბლს. საოცრება იყო თავისი ნიჭით, პლასტიკით, განუმეორებელი როგორც სცენაზე, ისე ცხოვრებაშიც. ურთიერთობის თავისი სტილი ჰქონდა. არასოდეს არავისთან ქედს არ მოიხრიდა. ძალიან ძლიერი, დამუხტული, ენერგიული ქალი იყო. ღრმა სიბერეშიც კი ისეთი ელეგანტური იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი.

„90 წლის ხდებოდა ბებია, როდესაც მითხრა...“ - ნინო სუხიშვილი ბებიას იხსენებს

ამჯერად ნინო რამიშვილის შვილიშვილი, ნინო სუხიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას ესტუმრა, სადაც ლეგენდარული ბებია გაიხსენა.
„ის არასდროს ჩერდებოდა. ერთი დღეც არ დაუსვენია. 90 წლის ხდებოდა ბებია, როდესაც მითხრა – „წარმოდგენა არ გაქვს რა ცოტა ყოფილა 90 წელი”. ამბობდა, ალბათ რა მოსაწყენია ცხოვრება მათთვის, ვინც არ ცეკვავს. 60 წლამდე ცეკვავდა და ამბობდა, არასოდეს მითქვამს, რომ ბოლო კონცერტს ვცეკვავო”- იხსენებს ნინო სუხიშვილი.

წყარო: მარაო

Cesko