„ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გარდაიცვალა” – რა ინფორმაციას ავრცელებს და ვის უსამძიმრებს კობა სუბელიანი

0
1274
51 Views

საქართველოს ლტოლვილტა და განსახლების ყოფილი მინისტრი, კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი, ნუკრი ცაგარეიშვილი გარდაიცვალა.

“ნუკრი ცაგარეიშვილი გარდაიცვალა.

საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ ყველა ომის მონაწილე, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და მიშას გვერდში მდგომი, წლების მანძილზე ვეტერანთა დეპარტამენტის შეფი, ვეტერანებზე მზრუნველი, გულღია, პატიოსანი და ვაჟკაცი კაცი.

პატივს ვცემდი და ვაფასებდი, როგორც უფროს მეგობარს.

შვილები ემიგრაციაში, თავად შვილების მონატრებაში

ძალიან ძნელია ეს ყველაფერი.

რეზი და მარი, ვიზიარებ.

ნათელში იყავი კარგო კაცო”, – წერს სუბელიანი.

როგორც ირკვევა მისი გარდაცვალების მიზეზი მაღალი წლევით გამოწვეული გართულებები გახდა.

Cesko