სასაცილოა ეს ჩანაწერი, საბავშვო ბაღის დონის: რას უკრძალავენ ადამიანს? როგორც უნდა გააჩერონ მისი ზეგავლენა – თანამდებობაზე ის არ არის, მედიის პატრონი ის არ არის, რომ მიატოვოს. რას უკრძალავენ, რომ მარჯვნივ გაიხედავს ბიძინა ივანიშვილი და ეტყვიან: იცით რა, თქვენ ძალიან გავლენიანად იყურებით და მარცხნივ გაიხედეთ? – ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„თან არც იციან, არც უკითხავთ, ამ ადამიანს თავისი ქვეყნისთვის რა აქვს გაკეთებული. ამას საქართველოს მოქალაქეები აღიქვამენ, როგორც თავის შეურაცხყოფას. სფერო არ არსებობს, სადაც ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და ფონდ „ქართუს“ სიკეთე არ გაუკეთებიათ. ამ სიკეთეებს ხო საქართველოს მოქალაქეები ღებულობენ? ანუ, ყველა მის წინააღმდეგ მოქმედება განიხილება, როგორც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებად. პირადად ბიძინა ივანიშვილს ჩემი დაცვა არ სჭირდება, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ თავისი რესურსების ორ მესამედზე მეტი მან გადასცა ფონდს“, – განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.