„ქალაქიც განათებული უნდა იყოს და ხალხიც უნდა ზეიმობდეს…“ – უკრაინაში დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა მიმართვას ავრცელებს

0
1262
31 Views

აფხაზეთის ომის ვეტერანი, არჩილ ხოფერია უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, ჯამბულატ ხოფერიას მამაა. ის სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„იმიტომ ვწერ, რომ ვიცი ხალხი მიყურებს ჩემი ხალხი…

მეომრის გზა რთულია, მაგრამ ეს არჩევანია… მთელი ცხოვრება იყო მეომარი ეს ორმაგად რთულია იმიტომ, რომ შენ გიფარავს ღმერთის ხელი, ხოლო შენი თანამებრძოლები მიჰყავს. გემატება ტკივილი, რომელიც საჭურველთან ერთად უნდა ატარო, მაგრამ ყველა მეომარმა იცის, რომ ცხოვრება გრძელდება ზუსტად ამისთვის იღუპებიან ისინი და ამიტომ:

ნაძვის ხეც უნდა დაიდგას, რამეთუ ბავშვებს ძალიან უყვართ ის და ჩვენი მომავალი ბავშვებია, საიდანაც უნდა მოვიდეს ჩვენი ცვლა…

ქალაქიც განათებული უნდა იყოს, ხალხიც უნდა ზეიმობდეს, ვისაც ეზეიმება. რატომ ? იმიტომ, რომ მწუხრი და სიხარული გვერდიგვერდ არიან და იზეიმონ ადამიანებმა, იმედი არ დაკარგონ ..

თბილისი კი დედაქალაქია, დედა ქალაქი და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად…

იცოდეთ, მეომრები წასულებიც და ისინიც ვინც დარჩა, იდგებიან თავიანთ ტკივილთან და საჭურველთან ერთად ფარად, რათა იცოცხლოს საქართველომ და ცხოვრება გაგრძელდეს… “

Cesko