“ვიოლა ფონ კრამონი საკუთარ ქვეყანაში რა ხდება რომ გაერკვეს და ჩვენც გაგვაგებინოს – ვერა?” – დავით ქართველიშვილი

0
678
34 Views

“ვიოლა ფონ კრამონი საკუთარ ქვეყანაში რა ხდება რომ გაერკვეს და ჩვენც გაგვაგებინოს – ვერა?” – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.
“გერმანიას ახალი კანცლერი, ახალი მინისტრთა კაბინეტი და ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს. გავეცნოთ ამ ახალი მინისტრების ბოლო განცხადებებს…

ვეწინააღმდეგებით უკრაინასთვის შეიარაღების მიწოდებას – ეს არ დაეხმარება დონბასში კონფლიქტის დარეგულირებას;

რუსეთის SWIFT-ის სისტემისაგან გათიშვა პირველ რიგში დასავლეთის ქვეყნებს დააზარალებს;

უკრაინამ ყირიმი სამუდამოდ დაკარგა და გამორიცხულია მისი დაბრუნება – ეს არის ფაქტი;

სანამ დონბასში კონფლიქტი მიმდინარეობს და სანამ უკრაინა ვერ აკმაყოფილებს ალიანსის სტანდარტებს – ის ნატოს წევრი ვერ გახდება;

რაც შეეხება საქართველოს – მიუხედავად იმისა, რომ ის ალიანსის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მისი ნატოში გაწევრიანება “არაგონივრული” ნაბიჯი იქნებოდა.

პუტინის მიზანი – არა უკრაინული მიწის ვიწრო მონაკვეთი, არამედ ევროკავშირის დაშლა და რუსეთისადმი იმ პატივისცემის აღდგენა, რომელსაც ის “შესაძლოა რომ იმსახურებს”.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის თვალსაზრისით, რუსეთი არ წარმოადგენს დემოკრატიულ ქვეყანას – ის ისტორიულად ძველი, მნიშვნელოვანი და გერმანიისთვის საჭირო ქვეყანაა.
P.S.: ვიოლა ფონ კრამონმა საკუთარ ქვეყანაში რა ხდება რომ გაერკვეს და ჩვენს გაგვაგებინოს – ვერა?- წერს დავით ქართველიშვილი.

ცნობისათვის, 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართვლოში გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტაარების განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარეა. განცხადების თანახმად, შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა განცხადება. პაპუაშვილი ითხოვს, ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია.

Cesko